08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
კალიფორნიაში ნენსი რეიგანი დაკრძალეს

კალიფორნიაში ნენსი რეიგანი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია ქალაქ სიმი–ველიში, რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე გაიმართა.

შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიაში მონაწილეობა ათასზე მეტმა სტუმარმა მიიღო.

ნენსი რეიგანს პატივი მიშელ ობამამ, ჰილარი კლინტონმა და ჯორჯ და ლორა ბუშებმაც მიაგეს.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ ნენსი რეიგანი თეთრი სახლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიასახლისი იყო. 

დღის ამბები