08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
ევროსაბჭომ რუსეთს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შეცვლა მოსთხოვა

ევროსაბჭომ რუსეთს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შეცვლა მოსთხოვა.

საუბარია კანონზე, რომელიც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს უფლებას, საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების იგნორირება მოახდინოს. ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს კანონიდან შესაბამისი მუხლები ამოშალოს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.

ვენეციის კომისიაში აცხადებენ, რომ კანონი უნდა მიუთითებდეს რუსეთის ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების არა იგნორირება, არამედ მათი შესრულების ალტერნატიული გზები მოძებნოს.

დღის ამბები