08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა.

ჩრდილო კორეის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ფხენიანი ერთობლივი წვრთნებს სამხრეთ კორეის გათავისუფლების ოპერაციით უპასუხებს.

ფხენიანის უკმაყოფილების მიზეზი ქვეყნების ერთობლივი წვრთნებია, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამერიკელი სამხედროები ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ადევნებდნენ თვალ-ყურს. მათი განცხადებით ფხენიანმა კორეის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავზე კონტროლი დაკარგა და სამძებრო ოპერაციას ატარებს.

დღის ამბები