08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
პუტინი მერკელს განაჩენის გამოტანის შემდეგ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას დაჰპირდა

უკრაინული პრესის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელს განაჩენის გამოტანის შემდეგ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას დაჰპირდა.

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტოები წერენ, რომ უკრაინელი მფრინავის სამშობლოში დაბრუნება შეწყალებისა და ტყვეების გაცვლის გზით მოხდება.

გავრცელებული ცნობით, სავჩენკოს შესაძლო გათავისუფლებას ვლადიმერ პუტინი განიხილავს, როგორც კომპრომისისთვის კრემლის მზადყოფნის საჯარო დემონსტრაციას.

პარალელურად, უკრაინელი მფრინავი აცხადებს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მას განაჩენს 21 მარტს გამოუტანენ. მანამდე სავჩენკოს შესაძლო გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს სერგეი ლავროვის უწყება გამორიცხავს. 

დღის ამბები