08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
სირიელმა ამბოხებულებმა ჰამას პროვინციაში სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიელმა ამბოხებულებმა ჰამას პროვინციაში სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც, მათი მტკიცებით, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი სამხედრო ბაზაზე ეშვებოდა. შედეგად მიგ 21–ის ერთი პილოტი დაღუპა, მეორემ კი კატაპულტირება მოასწრო და არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაეშვა.

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების ფონზე ჟენევაში კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება.

სამთავრობო დელეგაცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სახის განხილვას გამორიცხავს, რაც ოპოზიციის შეფასებით, კონსულტაციების კვლავ ჩაშლის საფრთხეს ქმნის.

დღის ამბები