08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ბრეივიკი პატიმრობის პირობების შეცვლას მოითხოვს

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი პატიმრობის პირობების შეცვლას მოითხოვს.

ბრეივიკი მისი იზოლაციის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოში ჩივის.

ის აცხადებს, რომ ერთკაციან საკანში ყოფნით ციხის ადმინისტრაცია მას არაადამიანურად ეპყრობა.

საკითხის განხილვას საპატიმროს სასამართლო ხვალიდან დაიწყებს.

ანდერს ბრეივიკმა საზარელი თავდასხმა 2011 წლის 22 ივლისს მოაწყო. მან ჯერ ოსლოში 8, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე 69 ადამიანი მოკლა. დანაშაულისთვის ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

დღის ამბები