08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
ქიდს ჩოის ევორდსის დაჯილდოვება კალიფორნიაში

კალიფორნიაში წლის ყველაზე სახალისო დაჯილდოვება გაიმართა. ვარსკვლავებმა ქიდს ჩოის ევორდსის ცერემონიაზე მოიყარეს თავი.

შოუ ტრადიციულად მხიარულებით გამოირჩეოდა. ცერემონიის დროს რამდენიმე მსახიობი და მუსიკალური ბენდის წევრები მწვანე ბლანტი სითხით გაწუწეს.

გამარჯვებულები სულ 22 კატეგორიაში გამოავლინეს. მთავარი პრიზების, ნარინჯისფერი დირიჟაბლების, მფლობელები გახდნენ მსახიობები: ადამ სენდლერი, ემი პოლერი და ზენ-დაია, ასევე მუსიკალური ჯგუფი Fifth Harmony.

ცერემონიაზე სპეციალური ნომერი შეასრულეს რობერტ დაუნი უმცროსმა და კრის ევანსმა.

დღის ამბები