08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
გერმანიის სამ რეგიონში არჩევნები მიმდინარეობს

გერმანიის სამ რეგიონში არჩევნები მიმდინარეობს. ექსპერტები მას ანგელა მერკელის ქრისტიან–დემოკრატიული პარტიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები იქნება ინდიკატორი, იზიარებს თუ არა მოსახლეობა კანცლერის პოზიციას მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში გერმანიაში ევრო-სკეპტიკოსების მემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გაერთიანებამ რეგიონული არჩევნების წყალობით საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს.

ანგელა მერკელის გადადგომის მოთხოვნით მემარჯვენე ძალებმა ბერლინში მასშტაბური საპროტესტო აქციაც გამართეს.

დღის ამბები