08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
შარშან ალპებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა - ფრანგი გამომძიებლების დასკვნა

გერმანელ პილოტს, რომელმაც კომპანია ჯერმანუინგსის თვითმფრინავი ალპებში ჩამოაგდო, კატასტროფამდე ორი კვირით ადრე ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა უნდა გაევლო.

ამის შესახებ ფრანგი გამომძიებლების დასკვნაში წერია.

დოკუმენტში საუბარია, რომ ანდრეას ლიუბიცს ფსიქიკური დეპრესიის სიმპტიმები ავიაკატასტროფამდე ჯერ კიდევ სამი თვით ადრე დაეწყო.

ფრანგი გამომძიებლების დასკვნა რეკომენდაციასაც მოიცავს, რომ მოხდეს პილოტების უფრო სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება.

თვითმფრინავში, რომელიც 2015 წლის 24 მარტს ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა, 150 ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები