08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
მოსკოვში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი დახურეს

მოსკოვში გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი დახურეს. მედიით გავრცელებული ინფორმაცია უკვე დაადასტურა ჟენევაში რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ.

ელჩის განცხადებით, უფლებადამცველების ოფისმა მისია წარმატებით დაასრულა და მის დახურვაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მოსკოვის წარმომადგენლობის მუშაობის შეჩერების საფრთხესთან დაკავშირებით მანამდე განცხადება გაერო-ს კომისარმა გააკეთა.

2014 წლის ბოლოს მოსკოვში იუნესკოს ადგილობრივი ორგანიზაციაც დახურეს.  

დღის ამბები