08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
სამედიცინო პერსონალი სავჩენკოს მოსანახულებლად ციხეში არ შეუშვეს

უკრაინელმა ექიმებმა, რომლებიც ნადია სავჩენკოს მონახულებას გეგმავდნენ, რუსეთი დატოვეს. სამედიცინო პერსონალს ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

უკრაინელი მფრინავი, რომელსაც განაჩენს 21 მარტს გამოუტანენ, ამ დრომდე შიმშილობს.

გასამართლებამდე სავჩენკოს შესაძლო გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს სერგეი ლავროვის უწყება გამორიცხავს. თუმცა, უკრაინული პრესა წერს, რომ პუტინი მერკელს სავჩენკოს გათავისუფლებას განაჩენის გამოტანის შემდეგ დაჰპირდა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინელი მფრინავის სამშობლოში დაბრუნება შეწყალებისა და ტყვეების გაცვლის გზით მოხდება.  

დღის ამბები