08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
სამხრეთ კორეელმა გუგლის მიერ შემუშავებული ალგორითმის კომპიუტერული პროგრამა დაამარცხა

სამხრეთ კორეელი გროს-მეისტერი ლი სედოლი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც კომპანია გუგლის მიერ შემუშავებული ალგორითმის კომპიუტერული პროგრამა დაამარცხა.

აბსტრაქტული სტრატეგიის თამაშ "გოუში" გამარჯვება კორეელმა ჩემპიონმა მეოთხე მატჩის დროს შეძლო, რომელიც რეკორდულად დიდხანს, თითქმის 5 საათი გაგრძელდა.

სედოლის თქმით, მან ხელოვნური ინტელექტის სისტემის სისუსტეები გამოითვალა და უპირატესობა სწორედ ამ გზით მოიპოვა.

"გოუ" ერთ–ერთი უძველესი ჩინური თამაშია, რომლის მიზანიც დაფაზე ერთი ფერის ქვებით, რაც შეიძლება, დიდი ადგილის დაკავებაა.

დღის ამბები