08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ანკარაში მომხდარი აფეთქების მიზეზი დანაღმული მანქანა გახდა

ანკარაში მომხდარი აფეთქების მიზეზი დანაღმული მანქანა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე ვრცელდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფომრაციის მიხედვით, პოლიციის ვერსიით, დანაღმული მანქანა ორ ავტობუსს შორის აფეთქდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს გიუვენ პარკი, ასევე განტავსებულია ბაზრობა, ავტოსადგომი და სამთავრობო შენობები.

შეგახესენებთ, რომ ანკარაში ტერორისტული აქტი დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 30-ზე მეტი და  დაშავებულია 130 ადამიანი.

უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის ქართველები.

თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ნომერზე: +905336903040. 

დღის ამბები