08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ავტოსადგომთან, სადაც აფეთქება მოხდა, ხშირად იკრიბებიან ქართველები - სატელეფონო ჩართვა ანკარაში

რუსთავი2-თან სატელეფონო საუბრისას ანკარაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ იმ ავტოსადგომთან, სადაც აფეთქება მოხდა, ხშირად იკრიბებიან ქართველები. თუმცა, არიან თუ არა დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის ქართველები, ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

„აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრალურ ადგილას, სადაც არის ავტობუსების გაჩერება. დღეს არის კვირა და მაშინ მოხდა აფეთქება, როდესაც ხალხი სახლში ბრუნდებოდა და დიდი მსხვერპლია,“ - განაცხადა რუსთავი2-თან საუბრისას თინა ცივაძემ.

+905336903040 - ეს არის თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი, სადაც ანკარაში მცხოვრებ ქართველებს შუძლიათ, დარეკონ.

წინასწარი ინფორმაციით, ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 30-ზე მეტი გარდაცვლილი და 130-ზე მეტი დაშავებული .

დღის ამბები