08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ტერაქტი თურქეთში - დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ თურქეთის დედაქალაქში ტერორისტულ აქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა 125 ადამიანი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. 

BBC-ის ინფორმაციით 20 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. 

აფეთქების ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ კრიმინალისტები. 

უკვე ცნობილია, რომ აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. როგორც თურქული მედიასაშუალებები იტყობინებიან, ორ ავტობუს შორის დანაღმული ავტომობილი გაჩერდა და რამდენიმე წუთის შემდეგ აფეთქდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები