08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 37 ადამიანი

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტს ანკარაში 37 ადამიანი ემსხვერპლა. 125 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათგან 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ანკარის ცენტრში, ავტობუსების სადგურზე დანაღმული ავტომობილი გუშინ საღამოს აფეთქდა.

ვრცელდება აფეთქების პირველი კადრებიც. თვითმხილველების თქმით, ათა თურქის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმაც ისმოდა. მომხდარი საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო REUTER წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ქურთების მუშათა პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული. აფეთქების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს Twitter და facebook დაუბლოკა. მიზეზად ტერაქტის ადგილზე გადაღებული ფოტოების გავრცელების შეჩერება სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტმა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს.

სულ რამდენიმე წუთის წინ კი დასრულდა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა ანკარაში. შეხვედრის შემდეგ განცხადება ქვეყნის პრემიერმა გააკეთა. აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, თავდასხმის ორგანიზატორებს დღესვე დაასახელებენ.

დღის ამბები