08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
თურქეთში მომხდარ ტერაქტს გმობენ მსოფლიო ლიდერები

თურქეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ისინი გმობენ მომხდარს და თურქ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.

ნატოს გენერალური მდივანი ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი ძალებით გასაგრძელებლად მზადყოფნას აცხადებს.

"მსგავს ძალადობრივ აქტს გამართლება არ აქვს. ნატოს ყველა მოკავშირე სოლიდარობას უცხადებს თურქეთს და მზადაა ებრძოლოს ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას,"- ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც. საგანგებო განცხადება ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა გაავრცელეს.

"ჩვენ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ,"- აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები.

საგანგებო განცხადებები შეერთებული შტატების, გერმანიის და რუსეთის ლიდერებმაც გაავრცელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს მზადყოფნას ითანამშრომლოს თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.

თურქეთში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანიც. პან გი მუნმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

დღის ამბები