08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფას პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტერაქტი უწოდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფას ტერაქტი უწოდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრს თავის გამოსვლაში რუსეთი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა ავიაატასტროფაზე საუბრისას მან აგვისტოს ომი და უკრაინის კონფლიქტი ახსენა, რაზეც, მისივე თქმით, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სმოლენსკთან 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა და 96 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად. ოფოციალურ მიზეზად პილოტის შეცდომა დასახელდა. თუმცა პოლონეთში მთავრობის ცვლილების შემდეგ მომხდარზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები