08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
კოტ დი ვუარში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ალ ქაიდას" ადგილობრივმა ფრთამ აიღო.

კოტ დი ვუარში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდას ადგილობრივმა ფრთამ აიღო. შეიარაღებულმა პირებმა ტურისტებში პოპულარულ გრან ბასამის პლიაჟზე ცეცხლი გახსნეს.

ბოლო მონაცემით 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგი და გერმანელი ტურისტებიც არიან. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამხმელები ორნი იყვნენ და ერთ-ერთი სასტუმროს წინ მყოფი ტურისტების მიმართულებით ისროდნენ.

ქალაქი გრან ბასამი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში.

დღის ამბები