08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
ანკარის ცენტრში აფეთქება ქალმა და მამაკაცმა მოაწყვეს - ადგილობრივი მედია

თურქეთის მოსახლეობა ტერაქტის გამოძიების ოფიციალურ შედეგებს ელოდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი ტერორისტიდან ერთი ქალი იყო. მანქანა კი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, იანვრის დასაწყისში მოიპარეს.

თურქეთის დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე მომხდარ თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი ესმხევრპლა, 70-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. ხელისუფლება ტერაქტის უკან ქურთთა მუშათა პარტიას მოიაზრებს, რის გამოც მებრძოლების პოზიციებზე იერიშები უკვე გააძლიერეს.

თურქეთის ავიაციამ ტერაქტის შემდეგ ერაყში ქურთი მებრძოლების 18 ობიექტი დაბომბა.

დღის ამბები