08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
თურქეთის დედაქალაქში საგანგებო ზომებია მიღებული - "კურიერი" ანკარის ცენტრიდან

მესამე ტერაქტი თურქეთის დედაქალაქში ბოლო 6 თვის განმავლობაში. სამხედრო კოლონაზე და მშვიდობიანი მსვლელობის დროს მოწყობილი თავდასხმების შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი აფეთქება ანკარის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

ბოლო მონაცემით 37 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ქურთი სეპარატისტების მიერაა ორგანიზებული.

როგორც კურიერის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ანკარის ცენტრი, სადაც გუშინ ტერაქტი განხორციელდა, გადაკეტილია. მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა ავტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა. ა

დგილზე მუშაობენ კრიმინალისტები და მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები, მთლიანად თურქეთის დედაქალაქში საგანგებო ზომებია მიღებული.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პირველი შედეგები დღეს უნდა გამოაქვეყნოს. 

დღის ამბები