08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა

ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა და თურქ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. მსგავს ძალადობრივ აქტს გამართლება არ აქვს და ნატო-ს ყველა მოკავშირე მზადაა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას ებრძოლოს - წერს იენს სტოლტენბერგი.

მომხდარს გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლიც, რომლებიც ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ანაკარაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა გაეროს გენერალურმა მდივანმა. მომხდარი დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმაც.

„პირველ რიგში ჩვენი საფიქრალი არიან ის ადამიანები, რომლებიც ტერაქტებს ემსხვერპლნენ ანკარასა და კოტდივუარში. ამ საკითხს ჩვენ დავუბრუნდებით ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება,“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

დღის ამბები