08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
37 გარდაცვლილი და 125 დაშავებული-თურქეთში ტერაქტისას გარდაცვლილებს გლოვობენ

თურქეთი მორიგი ტერაქტის მსხვერპლს გლოვობს. 37 დაღუპული და 125 დაჭრილი – ასეთია ბოლო ინფორმაცია ანკარაში მომხდარი აფეთქების შესახებ. პარალელურად ადგილობრივი სამართალდამცველები მიმდინარე გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროვებენ. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელები ორნი იყვნენ. მამაკაცს ქალი თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც უშიშროების სამსახურის ცნობით ქალაქ ყარსიდან იყო და ქურთ მებრძოლთა რიგებში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

გუშინდელი ტერაქტის შემდეგ ანკარაში სამთავრობო დაწესებულებებისა და საელჩოების შენობების დაცვა გააძლიერეს. ყველა დიპლომატიური უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მათ შორის საქართველოს საელჩოც.

საერთშორისო გაერთიანება თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას დაპირდა. თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა.

მკაცრი საპასუხო ზომებით დაემუქრა ტერაქტის ორგანიზატორებს ქვეყნის ლიდერი. მისი ბრძანებით სტამბოლსა და ქურთებით დასახლებულ ქალაქებში სპეცოპერაციები დაიწყო.

აფეთქება ათათურქის ბურლვარში პიკის საათის დროს მოხდა. როდესაც გაჩერებაზე მგზავრები ავტობუსში სხდებოდნენ, მას მანქანა მიუახლოვდა და აფეთქდა.

ავტორები:დავით კაკულია, ლევან კალანდია

დღის ამბები