08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
აქცია სტამბოლში - მომიტინგეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ასობით მომიტინგე სტამბოლში ხელისუფლების უმოქმედობის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რამაც მათი თქმით, ქვეყნის დედაქალაქში 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

პარალელურად, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამოძიება დასკვნით ფაზაში შევიდა. ქვეყნის პრემიერის თქმით, ამჟამად 11 ეჭვმიტანილია დაკავებული და მომხდარში ქურთი სეპარატისტების კვალი იკვეთება.

თურქეთის პრეზიდენტი კი კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლითაც ტერორისტის მნიშვნელობა უნდა შეცვალოს და ტერმინი იმ ადამიანებზეც თანაბრად გავრცელდეს, ვინც ტერორიზმის მიმართ სოლიდარულია.

დღის ამბები