08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
გერმანიის დედაქალაქში, მოძრავი ავტომობილი აფეთქდა

ბერლინის პოლიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებას იძიებს. ცოტა ხნის წინ გერმანიის დედაქალაქში, მოძრავი ავტომობილი აფეთქდა, რასაც მძოლი ემსხვერპლა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთერთის თანახმად მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და ის ავტომობილის მოძრაობის დროს ამოქმედდა.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქუჩაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე ყოფილიყო დამონტაჟებული. პოლიციის განცხადებით საწვავის ავზის აფეთქების ვერსია არ განიხილება. ამ დროისთვის დაზიანებულ მანქანას განმაღმველები ამოწმებენ. მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.

დღის ამბები