08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
თურქეთში სპეცოპერაციები ტერორისტების დასაკავებლად ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

დღეს პირველად გაიხსნა ის ადგილი, სადაც 13 მარტს მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა. თურქეთის დედაქალაქს ამ დრომდე ეტყობა ტერაქტის კვალი. მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს სპეც ოპერაციები ტერორისტების დასაკავებლად, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ბოსფორის ხიდი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. სამართალდამცველები საეჭვო ავტომობილს ამოწმებდნენ, რომელიც მძღოლმა მიატოვა.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მოძრვი მანქანიდან გადმოხტა, სხვა ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია და განმაღმველები მივიდნენ, თუმცა იპოვეს თუ არა რაიმე საეჭვო, ამ დროისთვის უცნობია

ტერაქტის კვალი თურქეთის დედაქალაქს ჯერ კიდევ ეტყობა. რამდენჯერმეა გაზრდილი სამართალდამცავთა რაოდენობაც. სპეცოპერაციები ტერორისტთა დასაკავებლად მთელი ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ქურთებით დასახლებულ რაიონებში, რადგან ანკარაში მიაჩნიათ, რომ ტერორისტულ აქტში მთავარი დამნაშავეები სწორედ ქურთების მუშათა პარტიის წევრები არიან.

 

 

 ავტორი: დავით კაკულია 

დღის ამბები