08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
პანკისში თანხან ბათირაშვილის გარდაცვალებას ამ დროისთვის ვერ ადასტურებენ

თანხან ბათირაშვილის გარდაცვალებას ამ დროისთვის ვერ ადასტურებენ პანკისის ხეობაში. თუმცა, ინფორმაცია უმარ ალ შიშანის დაღუპვის შესახებ ვაშინგტონმა დაადასტურა.

პენტაგონის პრესმდივნის, ჯეფ დევისის, განცხადებით, თარხან ბათირაშვილი ავიაიერიშის დროს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

შეერთებული შტატების ავიაციამ 4 მარტს მის ბანაკზე მიიტანა იერიში. ამ შეტევის დროს ბათირაშვილი მძიმედ დაიჭრა და ქალაქ რაქას საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამერიკული მედიის ცნობით, ბათირაშვილის ბანაკის დაბომბვის დროს ისლამური სახელმწიფოს 12 ტერორისტი დაიღუპა.

დღის ამბები