08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმე - ოფიცრის ქვრივი ვაშინგტონშო მოხსენებით გამოვიდა

ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბრიტანელი მოსამართლის დასკვნაზე, რომელშიც ვლადიმერ პუტინის შესაძლო მონაწილეობაზეა საუბარი, დღეს ვაშინგტონში მოხსენებით მოკლული ოფიცრის ქვრივი გამოვიდა.

მარინა ლიტვინენკომ შეხვედრაზე გაიხსენა ის დრო, როდესაც მისი მეუღლე და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს დაუპირისპირისპირდნენ.

მოსამართლე რობერტ ოუენმა საჯარო გამოძიების 328 გვერდიანი დასკვნა 21 იანვარს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ეფესბეს ყოფილი ოფიცრის მკვლელობა სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული. მკვლელობის ოპერაცია კი უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, პატრუშევის დავალებით მოხდა.

დღევანდელ შეხვედრას ვაშინგტონში ცნობილი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც ესწრებოდა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.

მარინა ლიტვინენკომ დღეს ვაშინგტონში განაცხადა, რომ რუსი ხალხის იმ ნაწილმა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, მიტოვებულად არ უნდა იგრძნოს თავი და უნდა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა მის გვერდით იდგება.

დღის ამბები