08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ისლამისტები ომარ ალ შიშანის გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ - დღემდე უცნობი ვიდეო

ისლამისტები ომარ ალ შიშანის გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ. ისლამური სახელმწიფოს ლოიალურმა სააგენტომ, თარხან ბათირაშვილის ამსახველი დღემდე უცნობი ვიდეო მასალა გაავრცელა.

სააგენტო ირწმუნება, რომ პენტაგონის განცხადების მიუხედავად, ISIS-ის ლიდერი ცოცხალი და უვნებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, მასალა სირიაშია გადაღებული. კადრებზე თარხან ბათირაშვილი მის მოკავშირეებთან ერთად ქალაქ ალ ჰასაკაზე შეტევას ათანხმებს, რის შემდეგაც კომენტარს აკეთებს მისი დაღუპვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე.

ალ შიშანი ამბობს, რომ ალაჰის წყალობით ცოცხალია. როდის არის გადაღებული კადრები, ამ დროისთვის უცნობია. ვიდეომასალას სპეციალისტები სწავლობენ.

დღის ამბები