08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
"უკეთესი იქნება თუ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებენ"- გრიგორი კარასინი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე, რუსი დეპუტატები თბილისში ჩამოსვლას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააკეთა. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რუსული მხარე გარანტიებს ითხოვს. უფრო კონკრეტულად კი რუსი დიპლომატი ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

„ჩვენი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი. წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა ავღნიშნო რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისაგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება. ამ თემაზეც ვილაპარაკეთ. მე და ზურაბ აბაშიძე ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენი კონტაქტები არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, ამიტომაცაა რომ არავითარ პროტოკოლს ხელს არ ვაწერთ. ვიზებთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს 2015 წლის დეკემბრიდან. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ ვიზები და იმოგზაურონ რუსეთში. სამწუხაროდ ამ ეტაპზე უფრო მეტ პროგრესზე წასვლა არ შეგვიძლია. სავიზო რეჟიმის სრული ლიბერალიზაციისთვის უმთავრესად რეგიონალური და საერთაშორისო ვითარება უნდა მომწიფდეს, რადგან ტერორისტული საფრთხე ყველას გვემუქრება და უვიზო გადაადგილება რისკებს უკავშირდება,"-განაცხადა კარასინმა.

დღის ამბები