08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
რუსეთის ღია მუქარა-კრემლი ანტირუსული რიტორიკის ფონზე საპასუხო ზომებზე საუბრობს

რუსეთის კიდევ ერთი ღია მუქარა-მოსკოვის მთელი ყურადღება ახლა ქართულ არჩევნებზეა გადატანილი და იმ შემთხვევაში თუ თბილისში ანტირუსული რიტორიკა არ შეიცვლება, კრემლი საპასუხო ზომებს მიიღებს – ამ შინაარსის განცხადების, ფონზე დაიწყო დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღის შეხევდრის დაწყებამდე ახსენა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაზრდა რუსეთში მთავარ საფრთხედ მიაჩნიათ, გრიგორი კარასინი ჟურნალისტებთან არც იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელებას მორიდებია, ვისი განაცხდედებიც რუსეთში ყველაზე მეტად აღიზიანებთ. კარასინმა დაანონსა, რომ რუსეთს შესაძლოა მოთმინებამ უმტყუნოს.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოში მოახლეობული არჩევნებზე დახურულ შეხვედრაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

აბაშიძისგან განსხვავებით კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგაც დაასტურა, რომ ამ თემებზე კოლეგას ნამდვილად ესაუბრა. კარასინი იმასაც ამბობს, რომ შეხვედრები არაოფიცაილურია და პარაღაში 2 დიპლომატი არა საკამათოდ, არამედ საკუთარი ქვეყნების ხელმღვანელების დავალებების შესასრულებლად ჩადის.

კარასინმა რუსი ტურისტებისთვის გარანტიები მოითხოვა და ოკუპაციის შესახებ კანონის საერთოდ გაუქმებაზე ისაუბრა.

ავტორები:თამარ ნუციბიძე სოფო ზურაბიანი, არჩილ ჭიჭიბოშვილი.

დღის ამბები