08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
პან გი მუნი რუსეთს ნადია სავჩენკოსთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებს, რომ ნადია სავჩენკოსთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოს. განცხადება პან გი მუნის პრესმდივანმა გააკეთა. ორგანიზაციის გენერალური მდივანი ოფიციალური მოსკოვისგან სამართლებრივი პროცედურების დაცვასაც მოითოვს.

ანალოგიური მოთხოვნით რუსეთის ხელისუფლებას გუშინ ბარაკ ობამამაც მიმართა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუს კოლეგას ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა.

უკრაინელ მფრინავს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას 21 მარტს დაიწყებს და, სავარაუდოდ, ეს პროცესი მეორე დღეს დასრულდება. 

დღის ამბები