08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
პოროშენკო პოლიტიკური კრიზისის დასრულებას თვის ბოლომდე იმედოვნებს

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში თვის ბოლომდე დასრულდება.

განცხადება პეტრე პოროშენკომ ბრიუსელში, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისს პოლიტიკური გზით გადაჭრიან, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხა.

პოროშენკოს თქმითვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება რეფორმების, ევროინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

დღის ამბები