08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
აშშ-მ ISIS-ის ქმედებები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ გენოციდად აღიარა

შეერთებულმა შტატებმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ISIS-ის ქმედებები გენოციდად აღიარა. გადაწყვეტილება ჯონ კერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრეს–კონფერენციაზე გამოაცხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ისლამისტებმა გენოციდი სირიასა და ერაყში იეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ განახორციელეს. მისივე თქმით, დაჯგუფებაა პასუხისმგებელი ეთნიკურ წმენდასა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზეც. ეს, 2004  წელს დარფურის კონფლიქტის შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ აღიარებული პირველი გენოციდია.

დღის ამბები