08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
პუტინის თქმით, რუსეთს შეიარაღებული ძალების დაბრუნება სირიაში რამდენიმე საათში შეუძლია

საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეიარაღებული ძალების დაბრუნება სირიაში რამდენიმე საათში შეუძლია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა სირიის საჰაერო სივრცის დაცვის აუცილებლობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ნებისმიერი სამიზნის წინააღმდეგ გამოიყენებს, რომელსაც რუსი სამხედროებისთვის საფრთხედ ჩათვლის.

ვლადიმერ პუტინმა სირიაში ჩატარებულ ოპერაციას წარმატებული უწოდა და მის ხარჯებზეც ილაპარაკა. პრეზიდენტის თქმით ავიაკამპანიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 33 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

დღის ამბები