08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

წუხელ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

რაკეტამ 800 კილომეტრი დისტანცია დაფარა და აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სავარაუდოდ, ამჯერად ფხენიანმა საშუალო დისტანციის როდონის ტიპის რაკეტა გაუშვა, რისი ტესტირებაც 2014 წლის შემდეგ შეწყვეტილი ჰქონდა.

მომხდარს უკვე მოჰყვა იაპონიის პროტესტი. ოფიციალური ტოკიო მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.

დღის ამბები