08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
რუსეთსა და ყირიმში, ნახევარკუნძულის ანექსიის მეორე წლისთავის აღნიშნავენ

რუსეთსა და ყირიმში, ნახევარკუნძულის ანექსიის მეორე წლისთავის აღნიშნავენ. სევასტოპოლისა და ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისთვის მიერთების აღსანიშნავად ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტით მიემგზავრება.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერი ქერჩის ხიდის მშენებლობის პროცესს დაათვალისერებს, რომელიც ნახევარ კუნძულს რუსეთის კრასნოდარის ოლქთან დააკავშირებს.

პუტინი ასევე სევასტოპოლისა და ყირიმის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმადგენლებთან თათბირს გამართავს და 2- წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.

დღის ამბები