08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
პენტაგონი რუსეთს შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის მთავარ გლობალურ საფრთხედ ასახელებს

პენტაგონი რუსეთს შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის მთავარ გლობალურ საფრთხედ ასახელებს. ეშტონ კარტერმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ პენტაგონის 2017 წლის ბიუჯეტი რუსეთიდან, ჩინეთიდან, ჩრდილო კორეიდან, ირანიდან და ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან არსებული საფრთხის გათვალისწინებითაა შექმნილი.

პენტაგონის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს რუსეთთან ცივი ომის განახლება და მითუმეტეს სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების მიზნით პენტაგონი ძლიერ და დაბალანსებულ მიდგომას მიმართავს. ამ მიზნით ვაშნგტონი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგებას გეგმავს.

დღის ამბები