08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ფხენიანმა 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება კვლავ დაიძაბა

კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება კვლავ დაიძაბა. ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

მომხდარს ადასტურებენ ვაშინგტონიც და სეულიც. მათი ინფორმაციით, პირველმა რაკეტამ 800 კილომეტრი იფრინა და შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩავარდა. მოგვიანებით, პენტაგონმა მეორე რაკეტის გაშვების ფაქტიც დაადასტურა. სავარაუდოდ მეორე საშუალო სიშორის რაკეტა იყო, რომლის მოქმედების რადიუსი 1300 კილომეტრია.

ფხენიანის გადაწყვეტილება დაგმეს იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. შეერთებულმა შტატებმა კი ჩრდილო კორეას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დღის ამბები