08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
ევროპელმა ლიდერებმა მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად ერთიანი პოზიცია შეიმუშავეს

ევროპელმა ლიდერებმა მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად და თურქეთთან მოსალაპარაკებლად ერთიანი პოზიცია შეიმუშავეს.

ევროკავშირის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული ყველა არალეგალის უკან თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს.

სანაცვლოდ, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი ანკარას ფინანსურ დახმარებას და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შესთავაზებს. სამიტის დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა თურქეთი გააფრთხილა, რომ ანკარამ მიგრანტების უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანტარტების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.

ევროპელი ლიდერების პოზიციას თურქულ მხარეს დღეს გააცნობენ

დღის ამბები