08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
დონალდ ტრამპის შესაჩერებლად დრო ჯერ კიდევ არსებობს - მარკო რუბიო

რესპუბლიკელების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შესაჩერებლად დრო ჯერ კიდევ არსებობს.

44 წლის სენატორმა მორიგი შიდა პარტიული არჩევნების წაგების შემდეგ ოპონენტების შესახებ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მისი თქმით თუ რესპუბლიკელები ზაფხულში დაგეგმილ ყრილობაზე ტრამპის კანდიდატურას საბოლოოდ წარადგენენ, ეს პარტიასაც და კონსერვატორტა მოძრაობას მთლიანად გაანადგურებს.

მარკო რუბიო გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ცნობასაც, რომ თანახმაა ყოფილ კონკურენტებთან ერთად ვიცეპრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს. სენატორი აცხადებს, რომ ეს თანამდებობა მას არ აინტერესებს.

დღის ამბები