08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ფედერიკა მოგერინი გაეროს წევრ ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაეროს წევრ ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ყირიმის ანექსიის მეორე წლისთავზე ფედერიკა მოგერინიმ მიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას საერთაშორისო წესრიგისთვის მთავარ გამოწვევად აფასებს.

მოგერინი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების პოლიტიკისა და რუსეთისადმი შეზღუდვების პოლიტიკის გატარებას. ფედერიკა მოგერინი ასევე ყირიმელი თათრების შევიწროვებისა და ექსტრემისტებად გამოცხადების მცდელობის შესაჩერებლად ყირიმსა და სევასტოპოლში საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაციების დაშვებას მოითხოვს.

ყირიმის ანექსიის მეორე წლისთავს სევასტოპოლში აღლუმით აღნიშნავენ. პრორუსული დაჯგუფების წევრებმა მარშით ქალაქის ცენტრში ჩაიარეს. დღესვე ყირიმში ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან.

დღის ამბები