08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ევროკავშირი და თურქეთი მიგრანტების კრიზისზე მსჯელობენ

ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირი-თურქეთის სამიტი მიმდინარეობს. დონალდ ტუსკი თურქეთის პრემიერს იმ ერთიან პოზიციას აცნობს, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა ანკარას მონაწილეობით მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად შეიმუშავეს.

ლიდერების სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული ყველა არალეგალის უკან თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი ანკარას ფინანსურ დახმარებას და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შესთავაზებს. 

დღის ამბები