08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
იტალიელმა მაშველებმა 1000 მიგრანტი გადაარჩინეს

ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, იტალიელმა მაშველებმა სიცილიის სანაპიროსთან 1000 მიგრანტი გადაარჩინეს.

არალეგალები, რომელთა შორის ძირითადად აფრიკელები იყვნენ, 6 მცირე ზომის ნავით იტალიაში ჩასვლას ხმელთაშუაზღვის გავლით ცდილობდნენ. პარალელურად, სირიელი მიგრანტების ნავი დააკავეს თურქმა მესაზღვრეებმა.

ისინი ნავით საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ. ბორტზე 41 სირიელი იმყოფებოდა, ისინი თურქეთის ტერიტორიაზე დააბრუნეს და დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

დღის ამბები