08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დაკავებულია

სალაჰ აბდესლამი დაკავებულია. პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ბრიუსელში სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. გავრცელებული ცნობით ის დაჭრილია. ანტიტერორისტული ოპერაცია მოლენ-ბეკის დასახლებაში ერთი საათის წინ დაიწყო. სამართალდამცველებმა ალყაში მოაციეს სახლი, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს, საპასუხო სროლის შედეგად კი ორი თავდამსხმელი დაიჭრა. ერთ-ერთი სწორედ აბდეს-ლამი აღმოჩნდა. ის ნოემბრის შემდეგ იძებნებოდა. დღეს კი დადასტურდა, რომ აბდესლამი ბოლო პერიოდში ბრიუსელში იმალებოდა. ბინაში, სადაც სამი დღის წინ ანალოგიური სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცველებმა მისი თითის ანაბეჭდები და დეენემის კვალი აღმოაჩინეს. აბდესლამი მონაწილეობდა პარიზის ტერაქტებში, რომელსაც შარშან ნოემბერში 130 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები