08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ავიაკატასტროფა რუსეთში - დაღუპულია 62 ადამიანი

რუსეთში, დონის როსტოვში კომპანია ფლაი დუბაის კუთვნილი სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია.

ავიაკატასტროფს შესახებ ინფორმაციას   BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვიდან სამხრეთით, დაახლოებით 1000 კილომეტრში დაშვებისას განიცადა. 

თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ეკიპაჟ ბოინგის დაშვებას 2 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, საბოლოოდ თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 200 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა და აფეთქდა.

ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, მაგრამ BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება.  

კატასტროფისას ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვი და 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კატასტროფის გამო როსტოვის აეროპორტი ამ დრომდე დახურულია. 

 

 

 BBC-ის ფოტო

 

 

დღის ამბები