08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ფრანსუა ოლანდის თქმით, სალაჰ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადირება განხორციელდება

13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის მონაწილე ტერაქტიდან 4 თვის შემდეგ ბრიუსელში დააკავეს. სალაჰ აბდესლამი ფეხშია დაჭრილი.

ბელგიის პროკურატურის განცხადებით, ასევე დაკავებულია კიდევ ერთი მამაკაცი, მონირ აჰმედ ალააჯი, რომელიც ასევე ძებნილთა სიაში იყო.  

გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ სამი პირი ძებნილებისთვის თავშესაფრის მიცემის ბრალდებით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, განაცხადა, რომ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადირება "რაც შეიძლება, მალე" მოხდება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები