08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ როსტოვში სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო. გიორგი მარგველაშვილის განცხადება ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვში კომპანია flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში," - ნათქვამია განცხადებაში.

წუხელ რუსეთში ავიაკატასტროფა მოხდა. ქალაქ როსტოვში კომპანია flydubai-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები