08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ჩვენ ის დავაკავეთ - ასე გაიგო მსოფლიომ სალეჰ აბდესლამის დაკავების შესახებ

„ჩვენ ის დავაკავეთ“, - ასე გაიგო მსოფლიომ სალეჰ აბდესლამის დაკავების შესახებ.

მსოფლიოს მისი დაკავება ლტოლვილების საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანმა ტვიტერზე დაწერილი განცხადებით ამცნო.

26 წლის სალეჰ აბდესლამი სამართალდამცველებმა 4-თვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია ბრიუსელის მოლენბეკის რაიონში ჩატარდა. ორმხრივი სროლის დროს ევროპის ერთ–ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე ფეხში დაიჭრა.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა და ბელგიის პრემიერ–მინისტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ლიდერებმა სამართალდამცველ ორგანოებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სალეჰ აბდესლამს სამართალდამცველები 13 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. ის ერთადერთი ტერორისტი იყო, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა და ბრიუსელში დაბრუნდა. საფრანგეთის დედაქალაქში 4 თვის წინ მოწყობილი თავდასხმების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები