08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ტერაქტი სტამბოლში - ტურისტულ უბანში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

სტამბოლში, ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც ტურისტულ ადგილად ითვლება, აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. 

თვითმხილველთა თქმით, ხალხმრავალ ადგილას  თვითმკვლელმა აიფეთქა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფომაცია არ არსებობს.

თურქული მედია 4 გარდაცვლილის შესახებ წერს. 20-ზე მეტი დაშავებულია, რომელთაგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

 სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

 BBC-ის ფოტო

დღის ამბები